2021 წლის თებერვლიდან DRI დაიწყო ახალ პროექტი “უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში."
პროექტის მიზანია ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ასევე ქვემო ქართლისა და პანკისის რეგიონებში გაზრდილი რადიკალიზაციის დონის შესამცირებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა რელევანტური სტრუქტურებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, შემუშავდება სპეციალური რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ (NED) მხარდაჭერით
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2020 წლის 1 დეკემბერს დაიწყო ახალი პროექტი "ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა "საზღვრის" წინა ხაზზე".
პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კოვიდ -19 პანდემის პირობებში.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 30 ნოემბერი
პროექტი ხორციელდება "დემოკრატიის ევროპული წვლილის" ფინანსური მხარდაჭერით.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2020 წლის 1 დეკემბერს დაიწყო ახალი პროექტი "”თანაარსებობა” - ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში".
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში ულტრა-ნაციონალისტირი განწყობების პრევენციის ხელშეწყობა. საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა ულტრა-ნაციონალისტური/ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან არსებულ საფრთხეების შესახებ.
პროექტის ძირითადი ამოცაანაა ულტრა-ნაციონალისტური/ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა სხვადასხვა აქტივებების მეშვეობით.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 1 ივლისი.
პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭეით.