დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გუნდის წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ის სოფლები მოვინახულეთ, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრება.
ერგნეთი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სოფლში შესასვლელ გზაზე განთავსებულია ქართული პოლიციის საგუშაგო, თუმცა სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.