„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე დისკურსის შესწავლას საქართველოში.
ოქტომბერში მიმდინარე მედიამონიტორინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ლიდერები აქტიურად იყენებენ ონლაინ მედიისა და სოციალური ქსელების პლატფორმას საკუთარი იდეების გასაჟღერებლად და მიმდევრების მოსაზიდად.