სიახლეები
DRI: გენადი ბესტაევის დასახმარებლად სახელმწიფო სათანადო ძალისხმევას არ იჩენს
20.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან, გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩხრეკისას მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს.

ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმეთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები, აღნიშნულ საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არ არსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  ხელისუფლებას მიმართავს, რომ გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასანთავისუფლებლად. ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს. 

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს მოსამართლის დანიშვნისგან
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა.
03.04.2020
უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაცია არასრულწლოვნებისთვის

დემოკრატიის კვლევის ინტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გთავაზობთ უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.

02.04.2020
უფასო ონლაინ იურიდიულ დახმარება არასრულწლოვნებისთვის

დემოკრატიის კვლევის ინტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გთავაზობთ უფასო ონლაინ იურიდიულ დახმარებას.

02.04.2020