სიახლეები
იწყება განცხადებების მიღება ადამიანის უფლებათა ტრენინგის მონაწილეების შესარჩევად
24.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ადამიანის უფლებათა ტრენინგის მონაწილეების შესარჩევად. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სრულად ფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ტრენინგის თარიღები

ტრენინგი გაიმართება 2020 წლის 15-17 თებერვალს.  

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობა შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც უკვე აქვთ სამოქალაქო ატივიზმის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ავტობიოგრაფია (CV), სადაც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება, რაში გამოგადგებათ ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

განაცხადები მიიღება 2020 წლის 9 თებერვლის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org

გთხოვთ, მეილის დასახელებაში მიუთითოთ „ადამიანის უფლებათა ტრენინგი“.

 

ტრენინგზე განსახილველი საკითხები 

სამოქალაქო აქტივისტები მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელებენ - რა არის ადამიანის უფლებები; რას ნიშნავს ადამიანის უფლებების სამართალი და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი სამართლის სხვა დარგებისგან; ადამიანის უფლებები კონვენციებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა; რა გავლენას ახდენს ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე; წინასწარი მოსაზრებები და მითები ადამიანის უფლებების შესახებ. სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ადამიანის უფლებების დამცველების როლი; თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ადამიანის უფლებების საჩივრები და კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; უნივერსალურობის პრინიციპი; საერთაშორისო წესრიგი და ინსტრუმენტები ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ტრენინგს გაუძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

 

ტრენინგიდემოკრატიის ევროპული წვლილისმხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.

DRI: ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებილ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია.
20.03.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ
ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ.
17.03.2020
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია

DRI ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს.

05.03.2020