ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, ქართული საზოგადოების ნაწილი ვიწყებთ კამპანიას „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა დასახმარებლად.
გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს.