სიახლეები
DRI – სანამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ფორმალობაა
28.01.2020

დღეს, 28 იანვარს, მეთოთხმეტედ აღინიშნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე. ევროსაბჭოს ეს ინიციატივა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ადამიანების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მიუხედავავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიღება თავის დროზე სამართლიანად ჩაითვალა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, კანონის მიღებამ ვერ უზრუნველყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბური დარღვევების პრევენცია.

2019 წლის 28 იანვარს სოციალური ქსელით გავრცელდა პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის  გათვალისწინებით, პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით არაერთი პირი დააკავა, დღემდე არაა ცნობილი კადრების გავრცელების ორგანიზატორის ვინაობა. შეუსრულებელი დარჩა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის დაპირებაც, რომელიც იმ დროისთვის შსს მინისტრის პოზიციას იკავებდა, უახლოეს პერიოდში კადრების გამავრცელების პირველწყაროს პოვნასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა პოლიტიკოსი ქალის დაპირისპირებას გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფთან.

გასულ წელს მომხდარი ფაქტი არ იყო საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟების და მათზე ზეგავლენის მოხდენის პირველი შემთხვევა. 2016 წელს საზოგადობისთვის ცნობილი არაერთი პირი გახდა პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან გავრცელების მუქარის მსხვერპლი[1]. თუმცა ამ დრომდე ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებელებლები არ არიან იდენტიფიცირებულები და საზოგადოებას არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ სავარაუდო მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალები იყვნენ.

სანამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან გავრცელების მუქარა რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად, რომლის ორგანიზატორებსაც კანონის წინაშე პასუხი არ უგიათ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება  დაცულად ჩაითვალოს. 

 

[1] http://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/saxalxo-damcveli-kampanias-wammzomi-chartulia-adjamebs

ახალგორელ მოსწავლეებს და სკოლის პერსონალს ქართულ ენაზე საუბარი ეკრძალებათ

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.

14.02.2020
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას.
29.01.2020
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას დაუბრუნდეს საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვას
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” გაიაზროს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით.
28.01.2020