ანგარიშები
2020 წლის იანვრის საპროტესტო აქციებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის შუალედური შედეგები
03.02.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 30 დეკემბრიდან აკვირდება თბილისში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო აქციებსა და დაკავებულთა სასამართლო პროცესებს.

31 დეკემბრის აქციის გამოკლებით, აქციები ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა.  დაკვირვებული 12 აქციიდან 2 შემთხვევაში სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ერთ აქციაზე შელაპარაკება მოხდა დემონსტრანტებსა და მმართველი პარტიის აქტივისტებს შორის.

რიგ შემთხვევებში, შეკრების ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა აქციის მონაწილეობის რაოდენობას. პოლიციელების მიმართ აქციის მონაწილეების დამოკიდებულება იყო ნეიტრალური. აქციებზე მობილიზებული სამართალდამცავების პასუხი, ძირითადად იყო პროპორციული. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავთა ქმედებები ქაოტური, ცუდად ორგანიზებული და დაუსაბუთებელი იყო. ასევე, დამკვირვებელთა შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიციელები მოქმედებდნენ არა კანონის, არამედ ზემდგომთა მითითებების შესაბამისად, რაც დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესებზეც გამოიკვეთა. კერძოდ, 31 დეკემბრის აქციაზე, დამკვირვებელთა შეფასებით, ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან მიკერძოებას, ძალის გადამეტებას და ზოგ შემთხვევაში, უმოქმედობას, ხოლო მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მხრიდან საპოლიციო ფუნქციების შეთავსებას. 

31 დეკემბერს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ განლაგებულ დემონსტრანტთა დასაშლელად, მათ შორის, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური გამოიყენა.

საპროტესტო აქციებისა და დაკავებულთა სასამართლო პროცესების მონიტორინგისას გამოიკვეთა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები, კერძოდ: საპოლიციო ფუნქციათა შეთავსება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დემონსტრანტთა კარვების გატანის პროცესში ძალის გამოყენება.
სასამართლო სხდომებზე გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები:

  • აქციის მონაწილეთა დაკავებისას შედგენილი თითქმის ყველა სამართალდარღვევის ოქმი იდენტური იყო, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ პატრულ-ინსპექტორებმა აღნიშნული ოქმები ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ შეადგინეს.
  • ასევე შეუსაბამობები იყო მოწმის სახით სასამართლოში დაკითხულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებსა და ვიდეო-კადრებში რეალურად დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის.
DRI აგრძელებს საპროტესტო აქციებსა და სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას.


2020 წლის იანვრის  საპროტესტო აქციებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის შუალედური შედეგები


საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: ვაკე, ზადიანთკარი, სარიბარი)

27 იანვარს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარები საოკუპაციო ხაზთან მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის და კოდისწყაროს თემის, ეთნიკურად ოსი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში - ვაკე, სარიბარი და ზადიანთკარი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

30.01.2020
სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები (დეკემბრის ანგარიში)

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების დისკურსის შესწავლას სოციალური და ონლაინ მედიის კონტექსტში.

28.01.2020
ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში (სექტემბერი-ნოემბერი)
კვლევა წარმოადგენს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) მიერ სამი თვის განმავლობაში განხორციელებული მედია მონიტორინგს შედეგს.
09.01.2020