სიახლეები
DRI: ცხინვალში კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს დევნიან
28.02.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან  ადგილობრივ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა გრძელდება. მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად სასამართლოში განიხილება „ცილისწამების საქმე“ ჟურნლისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ.[1] ქელეხსაევა „ეხო კავკაზ“-ის ფრილანსერი და უნივერსიტეტის ლექტორია. ჟურნალისტს სწორედ „ეხო კავკაზზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან. 

2019 წლის შემოდგომაზე, ცხინვალის ციხეში პატიმრებმა არაადამიანურ მოპყრობაზე დაიჩივლეს. მართალია, ე.წ. პარლამენტის დეპუტატების ჩარევის შემდეგ, ციხეში პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივრის დამწერ ექვს ადამიანს ციხეში სასტიკად სცემეს.[2] 2019 წლის 22 ნოემბერს „ეხო კავკაზ“-ის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ქელეხსაევამ დაწერა, რომ ცემას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა, მინისტრის გვარის მითითების გარეშე.[3] ამის საპასუხოდ, ლალიევამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. გარდა ამისა, დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ქელეხსაევასგან „ცილისწამების“ გამო 500 000 რუსული რუბლის გადახდას მოითხოვს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზ“-ს უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა. 

საყურადღებოა, რომ ირინა ქელეხსაევა გასულ წელს, ადგილობრივი რადიოდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. მაშინ საქმე ეხებოდა  ანატოლი ბიბილოვის და ერთ-ერთი ბიზნესმენის დაპირისპირებას, რაზეც ქელეხსაევამ ღიად ისაუბრა.[4] ამის შემდეგ  მის მიმართ მუქარებმა იმატა. არსებობს ინფორმაციაც, რომ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური მიადევნონ ირინა ქელეხსაევას საქმეს, ვინაიდან იგი თავისი რეალური მოტივით, შესაძლოა ახალგორელი აქტივისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის თამარ მეარაყიშვილის საქმის მსგავსი იყოს, რომელიც სწორედ კრიტიკული მოსაზრებების გავრცელების გამო იდევნება.

 

[1] სასამართლო პროცესი ცხინვალში: იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტის წინააღმდეგ, jam-news.net, 20.02.2020

[2] სასამართლო პროცესი ცხინვალში: იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტის წინააღმდეგ, jam-news.net, 20.02.2020

[3] ირინა ქელეხსაევა, „Спикер попал под парламентское расследование,“, 22 ნოემბერი, 2019 წ., ხელმისაწვდომია https://www.ekhokavkaza.com/a/30287259.html?fbclid=IwAR3qG2cGE0xslj1egghFUZK-Ji9mMQ-5p_nAbebobrrFsccNg7C2VSXcMkk

[4] ბიბილოვის ზეწოლა რადიო თავისუფლების “ეხო კავკაზას” ოს ჟურნალისტზე, netgazeti.ge, 21.02.2018

 

DRI: ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებილ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია.
20.03.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ
ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ.
17.03.2020
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია

DRI ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს.

05.03.2020