პროექტები

"უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში"

პროექტის დასახელება: “უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში."

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი - 31 იანვარი 2021 წ.

პროექტის მიზანი: ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
პროექტის ამოცანა: ქვემო ქართლისა და პანკისის რეგიონებში გაზრდილი რადიკალიზაციის დონის შესამცირებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა რელევანტური სტრუქტურებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ (NED).


"ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა "საზღვრის" წინა ხაზზე"

პროექტის დასახელება:  "ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა "საზღვრის" წინა ხაზზე".

პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2020 წ. - 30 ნოემბერი 2021 წ.

პროექტის მიზანი: ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კოვიდ -19 პანდემიის პირობებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია"დემოკრატიის ევროპული წვლილი."



”თანაარსებობა”-ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში

პროექტის დასახელება: "”თანაარსებობა” - ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში".

პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2020 წ. - 1 ივლისი 2021 წ.

პროექტის მიზანი:
საქართველოში ულტრა-ნაციონალისტური განწყობების პრევენციის ხელშეწყობა. საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა ულტრა-ნაციონალისტური/ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან არსებულ საფრთხეების შესახებ.

პროექტის ამოცანა: ულტრა-ნაციონალისტური/ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნორვეგიის საელჩო.

 

„თანამშრომლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის“

პროექტის დასახელება: „თანამშრომლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის“

პროექტის ხანგრძლივობა:  1 მაისი -  30 ნოემბერი 2021 წ.

პროექტის მიზანი:
 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას საქართველოში.

პროექტის ამოცანა: საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე იურისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის სემინარების ჩატარება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM.



"გავლენებისგან თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერად"

პროექტის დასახელება: "გავლენებისგან თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერად"

პროექტის ხანგრძლივობა: 15 აგვისტო - 15 დეკემბერი 2021 წ.

პროექტის მიზანი: 2021 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო პრინციპების დაცვის ხელშეწყობა;

პროექტის ამოცანა:

  • სასულიერო პირების შესაძლო აგიტაციის შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი გავლენები საარჩევნო პროცესებზე და დემოკრატიის ხარისხზე;
  • სასულიერო პირების მხრიდან შესაძლო აგიტაციის ფაქტების სავარაუდო შემცირება და შესაბამისად, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს ხელშეწყობა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ღია საზოგადოების ფონდი“.