დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო ახალი პროექტი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად“.
პროექტი ხორციელდებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანი იყო 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს მხარდაჭერა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო პრინციპების დაცვის ხელშეწყობა. წინასაარჩევნო აგიტაციაში სასულიერო პირების მონაწილეობის მართებულობასთან დაკავშირებით სადისკუსიო სივრცეების გაჩენა.
პროექტის ძირითადი ამოცანები იყო სასულიერო პირების პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადებებისა და აქტივობების მონიტორინგი; სამართლებრივი შეფასება; შესაბამისი აქტორების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება; საკითხზე სადისკუსიო სივრცეების გაჩენა; საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 15 ოქტომბერი - 2020 წლის 15 დეკემბერი.
2020 წლის 1 სექტემბრიდან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი „ამოიცანი დეზინფორმაცია“.
პროექტის მიზანი იყო COVID 19-ის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბების გამოაშკარავება და ინფორმაციის სანდო წყაროების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში, სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციების იდენტიფიცირების გზით.
პროექტი ხორციელდებოდა ფონდი Prodemos • პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით მცირე საგრანტო კონკურსის „ფრთხილად, დეზინფორმაციაა“ფარგლებში.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1სექტემბერი - 2020 წლის 30 დეკემბერი.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
პროექტი მიზნად ისახავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას საქართველოში.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე იურისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის ჩატარდათ სემინარები, არასრულწლოვნებისა და მათი ოჯახებისთვის კი კონსულტაციები. ასევე, განხორციელდა არასრულწლოვანთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 2 დეკემბერი - 2020 წლის 30 ნოემბერი
პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციას, შეკრებისა და მანიფესტაციას, რომლებიც ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ.
აქციებზე დაკვირვების გზით, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიზნად ისახავდა:
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პანდემიის საბაბით დაწესებული შეზღუდვების კანონიერების შემოწმებას; აქციების ორგანიზატორების/მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმებას; აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზს/სამართლებრივი შეფასებას; სამართალდამცავი ორგანოების ქმედების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან; აქციების/კონტრაქციების დაკვირვების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 სექტემბერი - 2020 წლის 30 დეკემბერი.
პროექტი ხორციელდებოდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
2015 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ერთმანეთისგან გაიმიჯნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტოს უფლებამოსილება, რის შედეგადაც, გამოიკვეთა მანდატების დუბლირება და კანონმდებლობის ბუნდოვანება.
პროექტი მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის ხელშეწყობას. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” (DRI) მკვლევრებმა გაანალიზეს უსაფრთხოების სამსახურების არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს მთავრობისთვის შეიმუშავეს პოლიტიკის რეკომენდაციები. ორგანიზაციამ მიღებული შედეგები წარუდგენა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს და რეკომენდირებული რეფორმის განხორციელების მიზნით ჩაატარეა ადვოკატირების კამპანია.
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 1 ოქტომბერი - 2020 წლის 30 სექტემბერი
პროექტი ხორციელდებოდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ოთხი დამკვირვებელი აკვირდებოდა თბილისის და მცხეთის მასშტაბით გამართულ ყველა საპროტესტო აქციას, რომელიც: ა) პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ბ) ორგანიზებულია სამოქალაქო აქტივისტების ან/და პოლიტიკური ძალების მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 20 დეკემბერი - 2020 წლის 31 მარტი
პროექტი ხორციელდებოდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
2020 წლის 7 მაისიდან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“.
პროექტის მიზანი იყო COVID 19-ის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროექტი ხორციელდებოდა ფონდი Prodemos • პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედის გრანტების ფარგლებში.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 7 მაისი - 2020 წლის 31 ივლისი
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციას, შეკრებისა და მანიფესტაციას, რომლებიც ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ.
აქციებზე დაკვირვების გზით, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიზნად ისახავდა:
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პანდემიის საბაბით დაწესებული შეზღუდვების კანონიერების შემოწმებას; აქციების ორგანიზატორების/მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმებას; აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზს/სამართლებრივი შეფასებას; სამართალდამცავი ორგანოების ქმედების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან; აქციების/კონტრაქციების დაკვირვების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 სექტემბერი - 2020 წლის 30 ნოემბერი.
პროექტი ხორციელდებოდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.