ანგარიშები
საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ
16.06.2020
2011 წლის 26 მაისის შეკრების ძალადობრივი გზით დაშლიდან 8 წლის შემდეგ, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ პირველად გამოიყენა არაპროპორციული ძალა შეკრების დასაშლელად, რამაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობაზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების საჭიროება წარმოაჩინა. 
წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს 2019 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით თბილისში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო აქციებსა და პერფორმანსებზე დაკვირვების შედეგებს. 
ანგარიშის მიზანია შეკრება-მანიფესტაციების ორგანიზებისა და მიმდინარეობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, აქციების პერიოდში გამოკვეთილი სამართალდარღვევების სამართლებრივი ანალიზი და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელების ქმედების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. 

ანგარიში: "საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ"

„რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში „რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“.

21.09.2020
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში
განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
31.08.2020
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმოხილვა
წინამდებარე მიმოხილვა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების მოკლე ანალიზს.
31.08.2020