იწყება განცხადებების მიღება უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად
06.07.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეების შესარჩევად.
 
ტრენინგზე განსახილველი საკითხები 
ტრენინგის მონაწილეები მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელებენ სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული უსაფრთხოება, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი. ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება საფრთხეების გააზრებასა და შეფასებაზე, თავდასხმების/შეტევების პრევენციასა და მათზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაზე, უსაფრთხოების კუთხით ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებაზე, სამსახურსა და სახლში უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, შეარაღებული კონფლიქტის ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და მსგავს საკითხებზე.
 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობა შეუძლიათ ონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც უკვე აქვთ სამოქალაქო ატივიზმის გამოცდილება.
 
ტრენინგის თარიღები
ტრენინგი გაიმართება ორ ნაკადად:
  • 2020 წლის 22-24 ივლისს
  • 2020 წლი 27-29 ივლისს
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ავტობიოგრაფია (CV), სადაც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება, რაში გამოგადგებათ ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა. 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი
 
განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org
გთხოვთ, მეილის დასახელებაში მიუთითოთ „უსაფრთხოების ტრენინგი“
მეილის ტექსტში კი აუცილებლად მიუთითოთ რომელ ნაკადში გსურთ მონაწილეობის მიღება.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სრულად ფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს (ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, კვება).
 
ტრენინგიდემოკრატიის ევროპული წვლილისმხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.