სიახლეები
„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“ 2020 წლის 7 მაისიდან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენა
20.07.2020
2020 წლის 7 მაისიდან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“.

პროექტის მიზანია COVID 19-ის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედის გრანტების ფარგლებში.

Facebook გვერდები შექმნილია შემდეგ ენებზე:
აზერბაიჯანული: Covid-19 haqqında hərşey
სომხური: Ամենինչ կորոնավիրուսի մասին
აფხაზური: Covid-19 иазку аинформациа наӡа
ოსური: Алцыдæр ковид-19-ы тыххæй
რუსული: Всё о Covid-19
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები.

16.11.2020
DRI: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია

DRI წარმომადგენლები 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.

12.11.2020
DRI: 2020 წლის 8 ნოემბრის აქციაზე დაკვირვების ოქმი
8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეკრებას ორგანიზაციის ორი მონიტორი აკვირდებოდა, რომლებმაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილთან ერთად, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
10.11.2020