ღონისძიებები
ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი
28.07.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 22-24 ივლისს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი გამართა.

ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული უსაფრთხოება, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი. ძირითადი ყურადღება გამახვილდა საფრთხეების გააზრებასა და შეფასებაზე, თავდასხმების/შეტევების პრევენციასა და მათზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაზე, უსაფრთხოების კუთხით ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებაზე, სამსახურსა და სახლში უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, შეარაღებული კონფლიქტის ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და მსგავს საკითხებზე.
ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი ჩაატარა.
21.07.2021
უსაფრთხოების ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
6-8 ივლისს, ბათუმში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.
09.07.2021
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტუტმა 16-18 ოქტომბერს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა.
20.10.2020