ანგარიშები
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმოხილვა
31.08.2020
წინამდებარე მიმოხილვა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების მოკლე ანალიზს. საანგარიშო პერიოდად 2019-2020 წელი ავიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ჩვენი ცხოვრების ფართო სპექტრს მოიცავს, ჩვენ მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლებმაც ამ პერიოდში ყველაზე მწვავედ იჩინა თავი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად, ანგარიშში აღწერილია:

  • ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად დამძიმებული ჰუმანიტარული ვითარება - რაც ძირითადად საკუთრების უფლების მასობრივ ხელყოფაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის სისტემურ შეზღუდვაში გამოიხატა;
  • სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნისა და შევიწროვების, ასევე, ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლის ფაქტები, რაც ხშირ შემთხვევაში, მძიმე რეპრესიულ ღონისძიებებში ვლინდებოდა;
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, შეიარაღებულ ძალებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა;
  • ჯანდაცვის მდგომარეობა, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ასევე, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ არსებული ვითარება;
  • ქალთა უფლებების თვალსაზრისით განხილულია ოჯახში ძალადობა და ქალთა დისკრიმინაციის პრობლემები. 
ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მისაღები აუცილებელი და მინიმალური ზომებია ასახული.


აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმოხილვა
Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები
Covid-19-ის პანდემიის ფონზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქტიურად მიმდინარეობდა მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია.
13.10.2020
„რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში „რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“.

21.09.2020
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში
განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
31.08.2020