სიახლეები
კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება
08.09.2020

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას შეეხება.

2019 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაზე მუშაობის პერიოდში, კოალიციამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინეს, რომელიც დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვის გარანტიებს აწესებდა.[1] რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა. შესაბამისად, წარმართულმა პროცესმა გამოავლინა არაერთი პრობლემა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახა თავად პროცესის ხარისხზე. საქართველოს პარლამენტმა ასევე არ გაითვალისწინა კოალიციის რეკომენდაცია თანამდებობაზე არ გაემწესებინა უზენაესი სასამართლოს რიგი მოსამართლეები, რომელთა კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას შემოთავაზებული ცვლილებები ვერ შეცვლის. შეუძლებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების გარეშე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებამ უნდა მოიცვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის, ისე საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის ეტაპი. წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქონიებს არსებით გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომლებიც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშებში არის აღნიშნული.

 

 

[1] იხ. კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით. ელექტრონულად ხელმისაწვდომია - http://coalition.ge/files/statement_2019_01_24.pdf;

ასევე,  კოალიციის მიმართვა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით. ელექტრონულად ხელმისაწვდომია - http://coalition.ge/index.php?article_id=204&clang=0;

ეუთო/ODHIR-ის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ მომზადებული მეორე ანგარიში. ელექტრონულად ხელმისაწვდომია - https://www.osce.org/files/f/documents/3/1/443497_0.pdf;

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მუქარისა და დაშინების პირისპირ
სამ წელზე მეტია, ახალგორელი სამოქალო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია.
23.09.2020
DRI: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი და შეუზღუდავი კონტროლის საფრთხე
DRI ეხმიანება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება.
21.09.2020
DRI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სუსტი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები

15 სექტემბერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობა.“

15.09.2020