სიახლეები
DRI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სუსტი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები
15.09.2020
15 სექტემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობა.“
 
დისკუსიის მიზანი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე (სუს-ზე) საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაკლოვანებების წარმოჩენა, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციით,[1] ერთი შეხედვით, გაიზარდა სუსზე კონტროლის მექანიზმები, მაინც რჩება მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზებისა, რომელიც სამსახურის საქმიანობას ზედამხედველობის მიღმა სტოვებს. აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობისთვის დამახასიათებელი საიდუმლოობის მაღალი ხარისხი.
 
DRI-ის მიერ მომზადებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კონტროლის/ზედამეხედველობის სისუსტე გამოწვეულია არა მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, არამედ პოლიტკური მზაობის დაბალი ხარისხით - პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ კონტროლის მექანიზმებს დეპუტატები (განსაკუთრებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები) იშვიათად ან საერთოდ არ იყენებენ.
  
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფართო მანდატის პირობებში, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისთვის, აუცილებელია, მასზე სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმების არსებობა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა და პოლიტიკური ნება - პარლამენტის წევრებმა გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებანი. 
 
[1] პარლამენტის რეგლაენტი, 12.06.2018, იხ. https://matsne.gov.ge/document/view/4401423?publication=13
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მუქარისა და დაშინების პირისპირ
სამ წელზე მეტია, ახალგორელი სამოქალო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია.
23.09.2020
DRI: „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი და შეუზღუდავი კონტროლის საფრთხე
DRI ეხმიანება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება.
21.09.2020
"საინფორმაციო პლატფორმა COVID-19 პანდემის ფონზე გავრცელებული ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ"

DRI-მ დაიწყო დაიწყო პროექტი „ამოიცანი დეზინფორმაცია,“ რომლიც ითვალისწინებს ონლიან მედიამონიტორინგის წარმოებას Covid-19  პანდემიის ფონზე გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების მიზნით.

11.09.2020