კვლევები
,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობა“
15.09.2020
15 სექტემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კვლევის ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობ“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში გაანალიზებულია და კრიტიკულად არის შეფასებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის/კონტროლის არსებული მექანიზმები. ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები.

დოკუმენტი რამდენიმე თავისგან შედგება. მათში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობის მნიშვნელობა და საპარლამენტო კონტროლის შემდეგი მექანიზმები: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის უფლებამოსილება, პარლამენტის წევრის წერილობითი კითხვისა და ინტერპელაციის მექანიზმი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამწესება, სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა და მისი მნიშვნელობა. ანგარიშის დასასრულს მოცემულია რეკომენდაციები. 


"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობ“

DRI: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც თავშესაფრის მაძიებელებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის პრაქტიკა.
27.11.2020
კვლევა „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას - რისკები და გამოწვევები“

23 ოქტომბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა კვლევის „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას - რისკები და გამოწვევები“ პრეზენტაცია.

23.10.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები
31 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კვლევის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“ პრეზენტაცია გამართა.
31.07.2020