სიახლეები
DRI: ონლიან სწავლება კიბერბულინგის საფრთხეს ზრდის
01.10.2020
ონლაინ სწავლებამ კიბერბულინგის საფრთხე კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ მიუღია კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო ზომები.
 
საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2020 წლის მარტიდან სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სექტემბერიდან სასწავლო წლის დაწყება საკლასო ოთახებში იგეგმებოდა, თუმცა ინფიცრებულთა რიცხვის ზრდის გამო, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. 1 ოქტომბრიდან მოსწავლეთა ნაწილი სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. შესაბამისად, გაზრდილია ბავშვების მხრიდან ინტერნეტის მოხმარება, რაც ამძაფრებს ინტერნეტ ძალადობისა და კიბერბულინგის საფრთხეებს.
 
კიბერბულინგი მოიცავს კიბერბულინგის ადრესატისთვის დამაზიანებელი, უარყოფითი შინაარსის ტექსტების დაწერას, გაგზავნას ან/და გაზიარებას. ასევე, გულისხმობს პერსონალური ან პირადი ინფორმაციის გავრცელებას ან გავრცელების მუქარას, რომელიც მსხვერპლისთვის დამამცირებელი და შემარცხვენელია. კიბერბულინგის ფორმებია: შევიწროვება, რეპუტაციის შელახვა, პერსონაცია (სხვის მაგივრად თავის გასაღება), გაძევება, მოშორება, კიბერ-ადევნება,  პირადი და ინტიმური ხასიათის ინფორმაციის გავრცელება. 
 
2017 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ კიბერბულინგის შემთხვევები ძალადობად არ აღიქმება. ამგვარი ძალადობის იდენტიფიცირების დონე როგორც უფროსებში, ისე  მოსწავლეებში უკიდურესად დაბალია. სამწუხაროდ, უკანსკნელი წლების განმავლობაში, სწორედ ამ ტიპის ძალადობის გამო, კიბერბულინგის რამდენიმე შემთხვევა მოზარდის სუიციდით ან სუიციდის მცდელობით დასრულდა.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:
 
  • კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შეიმუშაოს სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა
  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოზარდებში კიბერბულინგის პრევენციის მიზნით
  • შეიმუშაოს საინფორმაციო მასალა სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და მშობლებისთვის კიბერბულინგის მიმართულებით მათი ცოდნის და კომპეტენციის ასამაღლებლად.
DRI: ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების ახალი პოლიტიკაა.

21.10.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს მოლაპარაკებები ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან.
19.10.2020