ღონისძიებები
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში
09.10.2020

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ტრენინგების სერიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დარგის სპეციალისტებს - იურისტებს, ფსიქოლოგებსა და სოციალური მუშაკებს.

სასწავლო კურსის მიზანია - მონაწილეთა კომპეტენციების ამაღლება ბავშვთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში, ძირითადი პრინციპების გააზრება და იმ ინსტრუმენტების გაცნობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარმატებით ფუქნციონირებს;

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმის გამოყენებით 16-18 ოქტომბერს;

ტრენინგის ჩატარების დრო: 16 ოქტომბერს - 15:00 -19:00; 17 ოქტომბერს - 13:00-17:00 და 18 ოქტომბერს - 13:00-17:00;

ტრენინგებს გაუძღვება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი - მაია ნასრაშვილი;

ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
აპლიკაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSftcaXud-onA8zk9wWtlNCyhKTFx02DDN4yHaLSatcuzI0EaQ/viewform
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა, 14 ოქტომბერი, 18:00 საათი.

განსახილველი საკითხები (თითოეული საკითხი განხილული იქნება საერთაშორისო სტანდარტების ასპექტში):

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების არსი;
  • არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები
  • მოზარდთა დელინქვენტობა;
  • მხარეები არასრულწლოვანთა მართლმსჯულებაში;
  • მთავარი აქტორები არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში;
  • დაკითხვა/გამოკითვის სტანდარტები;
  • სპეციალიზაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ევროპული პრაქტიკა;
  • აღდგენითი მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები;
  • აღდგენითი მართლმსაჯულების ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამები;;
  • პროცესის თავისებურებანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში;;
  • არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა;
  • არასრულწლოვანთა სასჯელის მიზანი;
  • არასრულწლოვანთა სასჯელის ზომები;
  • სარეაბილიტაციო დაწესებულების საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი გამოწვევები;
  • განმეორებითი დანაშაულის პრევენცია;
  • არასრუწლოვანთა რეაბილიტაცია;
  • არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენციის არსი;
  • არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის შეფასებისა და მონიტორინგის საერთაშორისო ინსტრუმენტები.

 

ტრენინგების სერია ხორციელდება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის COBERM-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტუტმა 16-18 ოქტომბერს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა.
20.10.2020
ტრენინგი მცხეთა-მთიანეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
25 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მცხეთაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
27.08.2020
ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ
15  აგვისტოს, ბათუმში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
18.08.2020