სიახლეები
ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობის დაშინების პოლიტიკას მიმართავს
29.10.2020
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა დაკავებებით და სხვადასხვა ბრალდებებით ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და ამით მეტი მორჩილების მიღწევას.

რამოდენიმე დღის წინ ახალგორის ქართული საშუალო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი სამართალდამცავებმა დააკავეს და ცხინვალში დაკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები. ამასთანავე ჩხრეკა ჩაატარეს მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეზობლად მდებარე სახლში, რომელის მეპატრონე ამ დროისათვის ახალგორში არ ცხოვრობს და სახლი დიდი ხნის დაკეტილია. 
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს პედაგოგი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩევა და ღიად არასოდეს აკრიტიკებდა არსებულ დე-ფაქტო ხელისუფლებას.

როგორც მოგვიანებით ცხინვალის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, პედაგოგი  ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს და მას რუსეთის სამხედრო ნაწილის შესახებ ინფორმაციის ქართული მხარისთვის მიწოდებაში ადანაშაულებენ.

მსგავსი ტიპის ინციდენტები ადგილობრივ მოსახლეობაში შიშსა და პანიკას აღვივებს.  ამასთანავე მათ უჩნდებათ დაუცველობის განცდა და შიში, რომ შემდეგი მსხვერპლნი შეიძლება თავად გახდნენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექნიზმი ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებების შესაჩერებლად.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს
აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე.
28.07.2021
რომელი უწყება იძიებს ყველაზე მეტ კორუფციულ დანაშაულს?
გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული, კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ოდენობა მკვეთრად აღემატება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებული საქმეების რაოდენობას. 
28.07.2021
სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართავენ
გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე.
19.07.2021