ანგარიშები
DRI: სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები
01.12.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა  და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
 
ანგარიშში მოიცავს 1-ლი ნოემბრიდან არჩევნების მეორე ტურამდე (21 ნოემბრის ჩათვლით) პერიოდს, თუმცა, მასში ასევე აღწერილია არჩევნების მეორე ტურის შემდგომი მოვლენებიც. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თუ 31 ოქტომბრის არჩევნების დღემდე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლო აგიტაციის არა ერთ შესაძლო ფაქტს, არჩევნების მეორე ტურამდე სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ.
 
უფრო მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბოლოო შედეგი.
 
თუმცა საპატრიარქომ თითქმის ყველა არჩევნების დროს ოფიციალურად მიულოცა გამარჯვებულ ძალას, მიუხედავად იმისა, გამოცხადებული იყო თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგები. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად შეჯამებული. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა 2012 წლის 5 ოქტომბერსაც, არჩევნებიდან მე-4 დღეს, მაშინ როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 2012 წლის 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
 
გადაჭრით იმის თქმა, რომ საპატრიარქომ წინა წლების ტრადიცია დაარღვია პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირების და სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რთულია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობის ფონზე. ზოგადად კი,  საპატრიაქროს მხრიდან თავშეკავებული პოზიცია დადებითად უნდა შეფასდეს.


მეორე შუალედური ანგარიში


ანტიდასავლური, არმენოფობიური და ანტი-აზერბაიჯანული დისკურსი ონლაინ მედიაში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მედიამონიტორინგის ფარგლებში განაგრძობს მთიანი ყარაბაღის გარშემო, ეთნონაციონალისტურ ნიადაგზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების შესწავლას.
05.04.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ახალი ანგარიში „ახალგორის ჩიხი“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში „ახალგორის ჩიხი“ გაანალიზებულია ახალგორში შექმნილი მდგომარეობა და გამოსავლის შესაძლო გზები.

04.03.2021
DRI საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს აჯამებს
DRI 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებულ 40 აქციას და შეკრება/მანიფესტაციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სამ სასამართლო პროცესს დააკვირდა.
19.02.2021