ანგარიშები
ამოიცანი დეზინფორმაცია - სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები (ოქტომბერ-ნოემბერი, 2020 წ.)
25.12.2020
დეზინფორმაციული გზავნილები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული ჯანდაცვის სისტემებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ონლაინ სამყაროში კოვიდ 19 პანდემიის გარშემო ყალბი ამბებისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელების სიხშირე იმდენად მაღალია, რომ ალტერნატიულ რეალობას ქმნის. შესაბამისად, გართულდა ზღვარის გავლება გამიზნულ ცრუ პროპაგანდასა და სინამდვილეს შორის.
სოციალური მედია და სხვა მასობრივი კომუნიკაციები ხელსაყრელი პლატფორმა აღმოჩნდა დეზინფორმაციული კამპანიისა და პროპაგანდის საწარმოებლად. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგს, რომელშიც გაანალიზებულია 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კოვიდ 19-ის პანდემიის ფონზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია საშუალებების გზავნილები და შესწავლილია მათი მანიპულაციური დისკურსის ძირითადი ტენდენციები. ანალიზი ეყრდნობა ფეისბუქ გვერდების მონაცემებს (სტატუსებს და ფოტო-ვიდეო ვიზუალიზაციას).
საერთო ჯამში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სტიგმების, დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების 785 შემთხვევა გამოავლინა 15 ვებგვერდსა და 10 ფეისბუქ გვერდზე. ყალბი ამბებითა და კონსპირაციული თეორიებით აღსავსე ინფოდემია[1] კორონა ვირუსის მკურნალობის დაუსაბუთებელ მეთოდებს და ვირუსის წარმოშობის საკითხებს ეხებოდა.
ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე კოვიდ 19-ის ექსპერიმენტული ვაქცინებია. აღნიშნული საკითხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრმა (GCHQ) შეისწავლა. მათი დასკვნით, Covid 19-ის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის მთავარ პირველწყაროს რუსეთი წარმოადგენს.
აქტიური პრორუსული კამპანია რუსული ვაქცინის „Sputnik V“-ს გარშემო საქართველოშიც მიმდინარეობდა. ასევე, ვრცელდებოდა ანტიდასავლური შინაარსის კონსპირაციული თეორიები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვირუსის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის და Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის მიერ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსოფლიო მოსახლეობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების შესახებ. კოვიდ 19-ის ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებული ჭარბი ინფორმაციები მოიცავს დეზინფორმაციებს მკურნალობის არაზუსტი მეთოდების, გადადების გზებისა და წარმოშობის შესახებ. ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა ვაქცინაციის სამომავლო პროცესის მადისკრედიტირებელი კამპანია.
მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ მედიაკამპანიას ქსელური ხასიათი აქვს. იგი მიზანმიმართულად ქმნის ყალბ, მანიპულაციურ კონტენტს, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია, ვინაიდან საზოგადოებაში გაურკვევლობასა და შიშს ნერგავს.
 
[1] ინფოდემია - ინფორმაციის ჭარბი მიწოდება, რასაც თან ახლავს ყალბი ამბების და კონსპირაციული თეორიების გავრცელება.



სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები  (ოქტომბერ-ნოემბერი, 2020 წ.)
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის დაკვირვების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
29.12.2020
DRI: სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა  და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

01.12.2020
Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები
Covid-19-ის პანდემიის ფონზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქტიურად მიმდინარეობდა მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია.
13.10.2020