სიახლეები
უჩა ნანუაშვილი გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ქსელის წევრი გახდა
24.03.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) დირექტორი უჩა ნანუაშვილი გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მრჩეველთა ქსელში აირჩიეს.

ქსელი ახლი დაფუძნებულია და მისი წევრები კონკურსის წესით შეირჩნენ.  

გაეროს მრჩეველთა ქსელი აერთიანებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე მომუშავე ექსპერტებს და პრაქტიკოსებს აკადემიური, კვლევითი, უსაფრთხოების სექტორის, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და გაეროს პერსონალიდან. ამ ქსელის  მუშაობა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების თემებზე კვლევების წარმოებას, მონაცემთა შეგროვებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ქსელის წევრს საშუალება აქვთ წვლილი შეიტანონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოლიტიკისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის (SSR)– ს სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში, მათ შორის:
  • კონსულტაციების გაწევა;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის, კვლევის შედეგების, კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება;
  • SSR–ის წამყვან პრაქტიკოსებთან, ექსპერტებთან, მკვლევარებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან კომუნიკაცია.
რუსული რბილი ძალა გალში?
აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. 
 
12.04.2021
კარანტინისთვის თავის არიდების მცდელობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო.
07.04.2021
DRI-ის ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 
 
05.04.2021