სიახლეები
DRI-ის ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
05.04.2021
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული ნაწილი, სადაც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI)-ის მიერ წამოწეული მნიშვნელოვანი პრობლემა ხაზგასმული.
27 ნოემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა წითელი ჯვრის პროგრამას „ოჯახის გაერთიანების“ შესახებ, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლის იარაღად იყენებს. პროგრამა ახალგორში მცხოვრებლები ადგილობრივების საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე საცხოვრებლად დაბრუნებას გულისხმობს. წასვლის მსურველებმა უნდა მოიპოვონ დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს ოჯახი ნამდვილად ელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ამ პროგრამაში „გასვლის დოკუმენტის“ შინაარსია, რომლის თანახმად, რაიონიდან წამსვლელს უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემა და საკუთრებაზე, რომელსაც ტოვებს, მომავალში პრეტენზიას არ განაცხადებს.
DRI–მ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ამ პროგრამის გრძელვადიანი შედეგების შესახებ და ამ ფაქტს ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან დაცლის „ლეგალური“ გზა უწოდა.
რუსული რბილი ძალა გალში?
აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. 
 
12.04.2021
კარანტინისთვის თავის არიდების მცდელობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო.
07.04.2021