ანგარიშები
მაისის თვის მონიტორინგის შედეგები
01.06.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ულტრანაციონალური და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდებსა და სოციალურ მედიაში აქტიურობის ძირითად ტენდენციებს აკვირდება.

ორგანიზაციის საკვლევ ობიექტებს წარმოადგენს ექვსი ონლაინ მედია გამოცემა, 12 ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის და 12 ლიდერის პირადი ფეისბუქ გვერდი.

მაისის თვეში განხორციელებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ საქართველოში ულტრანაციონალურ დისკურსს ახასიათებს საკითხების დროში მონაცვლეობა. სხვადასხვა პერიოდი ეთმობა განსხვავებული თემების წინ წამოწევასა და სამიზნე ჯგუფების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. მაისში გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი:

1. 9 მაისზე მსჯელობისას ჭარბობდა პრორუსული ნარატივები. შესაბამისად, ძირითადი აქცენტები კეთდებოდა პროსაბჭოთა მითებსა და ანტიდასავლურ საკითხებზე;
2. 17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის განხილვის კონტექსტში, წინა პლანზე გადმოიწია ჰომოფობიური შინაარსის დისკურსმა. შესაბამისად, ულტრანაციონალური ჯგუფების ძირითადი სამიზნე გახდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები;
3. დავით გარეჯის საკითხი - ამ პერიოდში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა აზერბაიჯანის მხრიდან ქართული ტერიტორიის მიტაცებაზე. გამოიკვეთა მკვეთრად ქსენოფობიური და რადიკალური მოწოდებები აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ზოგადმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ულტრანაციონალური და რადიკალური ფორმირებების მხრიდან ყველაზე ხშირად თავდახმის ობიექტები არიან: სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, მიგრანტები, ლიბერალები, მუსლიმები, ფემინისტები და ეროვნული უმცირესობა.

ქართულ ულტრამემარჯვე და რადიკალურ ფორმირებებში მკვეთრად შესამჩნევია ანტი-დასავლური და ანტი-ლიბერალური დისკურსი, სადაც დასავლეთი და ევროკავშირი წარმოდგენილია, როგორც გარყვნილების დამკანონებელი, რომელიც ებრძვის მართლმადიდებლობას, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებს. გარდა ამისა, სოციალურ მედიაში მიმდინარე ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება, ერთი მხრივ, ეთნო-ნაციონალური თვისებებით, ხოლო, მეორე მხრივ, მკვეთრად პრორუსული ხასიათით.

სოციალურ მედიაში ულტრამემარჯვენე დიკურსი ძირითადად ეყრდნობა გადაუმოწმებელ კვლევის შედეგებსა და პროპაგანდისტულ დეზინფორმაციებს. შესამჩნევია ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დემონიზაცია. სოროსის ფონდი და მისი დამაარსებელი ჯორჯ სოროსი წარმოდგენილია, როგორც გარყვნილების მთავარი დამკანონებელი.

პროექტი „ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენციას საქართველოში.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (ფახულანი, ტყაია, ლია, რიყე, ხურჩა, ორსანტია)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გუნდის წევრებმა  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ის სოფლები მოვინახულეთ, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრება.

22.07.2020
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგი საქართველოში
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში 2012 წლიდან გააქტიურდნენ.
06.07.2020
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ.
02.07.2020