ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
21.06.2021
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.
 
ტრენინგის თარიღები:
ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 6-8 ივლისს,  ბათუმში.
 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობა შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებს, მოქალაქეთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) რეზიუმე (CV), რომელშიც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები;
ბ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებთ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org; მეილის დასახელებაში მიუთითეთ „უსაფრთხოების ტრენინგი“.
 
ტრენინგზე განსახილველი საკითხები: 
  • ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობა და თავდაცვის მექანიზმები;
  • ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ არსებული საფრთხეების (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) გააზრება და შეფასება;
  • თავდასხმებისა და შეტევების ფაქტებზე რეაგირება და მათი პრევენცია;
  • უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება: უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორგანიზაციებში, სამსახურებსა თუ სახლში.
 
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.
 
ტრენინგიდემოკრატიის ევროპული წვლილისმხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.
 
ვაკანსია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“(DRI) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის მშენებლობა პანდემიის დროს“ ფარგლებში.

29.08.2021
ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში."
19.08.2021
ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში".
19.08.2021