ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებები
12.07.2021
2020 წლის განმავლობაში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლების პრობლემები და საჭიროებები გამოავლინა. DRI-ის მკვლევარები გორის, ქარელის, კასპის, დუშეთის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 24 სოფელში და დევნილთა ორ დასახლებაში იმყოფებოდნენ. მონახულებულ სოფლებში მოსახლეობა ძირითადად საპენსიო ასაკისაა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გადაადგილების თავისუფლების, უსაფრთხოების, დასახლებულ პუნქტებში შესვლის დაუსაბუთებელი აკრძალვის და მუდმივი კონტროლის შემთხვევები; სახეზეა სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. ბევრ დასახლებაში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები; მონახულებული სოფლების ნაწილში დაზიანებულია ან არ არსებობს სამანქანო გზები; სოფლის მოსახლეობას აწუხებს სარწყავი, და სასმელი წყლის პრობლემა; სოფლების უმრავლესობაში არ ფუნქციონირებს აფთიაქი და სამედიცინო პუნქტები. არაერთ დასახლებულ პუნქტს არ აქვს სასურსათო მაღაზია.

შედეგად, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია. სოფლებს ტოვებენ ახალგაზრდები.  

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებები

DRI: საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირებს და რელიგიურ თემატიკას იყენებენ
სოციალურ ქსელებში საარჩევნო სუბიექტების ოფიციალურ გვერდებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებენ. 
15.09.2021
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
ეკონომიკური სიდუხჭირე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა ძირითადი წუხილია.
03.09.2021
„თანაარსებობა“ - ეთნონაციონალისტური ნარატივები საქართველოში (სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში)
ფინალურ ანგარიშში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიმდინარე ონლაინ მედია დისკურსზე დაკვირვების ექვსი თვის შედეგებს აჯამებს. 
09.07.2021