ღონისძიებები
ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე
21.07.2021
16-19 ივლისს, კახეთში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტებში ადვოკატირების საკითხებზე ცოდნის ამაღლებას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: დემოკრატიის არსი და სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფოს მართვაში; სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა, ფორმები, საფეხურები და გამოწვევები; ადვოკატირების მნიშვნელობა და ამ პროცესში არსებული პრობლემის დადგენისა და შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მეთოდები.
 
უსაფრთხოების ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
6-8 ივლისს, ბათუმში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.
09.07.2021
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტუტმა 16-18 ოქტომბერს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა.
20.10.2020
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ტრენინგების სერიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში.

09.10.2020