ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე
19.08.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში".

პროექტი მიზნად ისახავს ულტრამემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენციას საქართველოში. პროექტის გუნდი დააკვირდება ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების და ცალკეული ინდივიდების აქტიურობას სოციალურ მედიაში და მათი საქმიანობის გაშუქებას ინტერნეტსივრცეში. ასევე, ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებებსა და მანიფესტაციებს და საერთო ტენდენციების ანალიზის საფუძველზე მოამზადებს რეკომენდაციებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების წარმომადგენლობა. სამართალწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გამოყენებული იქნება დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსების სქემების/წყაროების კვლევა, შესწავლა და ანალიზი.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2021 - 31 აგვისტო, 2022
ანაზღაურება - 2 298 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 2021 წლის 15 სექტემბერი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:
** რადიკალური ჯგუფების დაფინანსების სქემების და წყაროების კვლევა, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება
** ულტრა-მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული შეკრება-მანიფესტაციების და დემონსტრაციების დაკვირვება და შესაბამისი კვარტალური ანგარიშების მომზადება
** ორგანიზაციის სახელით განცხადებების შემუშავება
** შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები
** სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ან/და საჯარო მოხელეების ან მათთან დაკავშირებული პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის/კვლევის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური მონიტორინგის საფუძველზე ანგარიშის/კვლევის მომზადების დადასტურებული გამოცდილება (გასაუბრებისთვის შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის და მის საფუძველზე შედგენილი ანგარიშის/კვლევის/სიუჟეტის ნიმუში)
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (ძალიან კარგად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ საზოგადოებრივ/არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის ან გამომძიებელ ჟურნალისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
** საჯარო და კონფიდენციალურ წყაროებთან მუშაობის უნარი
** რთული ფინანსური სქემების კვლევის და ანალიზის უნარი
** ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
2. გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის (საჭიროების შემთხვევაში, ორ ეტაპიანი)

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის მონაცემები, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2021 წ.
ვაკანსია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“(DRI) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის მშენებლობა პანდემიის დროს“ ფარგლებში.

29.08.2021
ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში."
19.08.2021
ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

29.06.2021