ვაკანსია პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
29.08.2021
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“(DRI) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის მშენებლობა პანდემიის დროს“ ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს ომის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობის ხელშეწყობას და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და პროფესიულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. 
 
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
 
ანაზღაურება - 400 ევრო ეკვივალენტი ლარში (დარიცხული ხელფასი)
 
სამუშაოს დაწყების დრო:  2021 წლის 10 სექტემბერი
 
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
 
მოვალეობები:
  • პროექტის ყოველდღიური გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის ზედამხედველობის ქვეშ, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეგმვა და ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტით გათვალისწინებული სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
  • ორგანიზაციის პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • შესაბამისი რეკომენდაციების და ანგარიშების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მასალების მომზადება და სხვა საქმიანობა, რომელიც უკავშირდება პროექტის განხორციელებას;
  • სხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:            
  • უმაღლესი განათლება - იურიდიული, ადამიანის უფლებათა სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და მომიჯნავე სპეციალობები;
  • პროექტების მენეჯმენტის კუთხით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
  • კონფლიქტების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (ძალიან კარგად); რუსული (ძალიან კარგად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • აკადემიური წერა;
  • ანალიტიკური უნარები;
 
უნარ-ჩვევები:
  • სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
  • შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
 
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
 
  1. დოკუმენტებისმიხედვითკანდიდატებისშერჩევა;
  2. გასაუბრებამეორეეტაპზეგადასულიკანდიდატებისთვის;
  3. საჭიროების შემთხვევაში, წერითი დავალება მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის.
 
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის მონაცემები  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@democracyresearch.org
 
სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
 
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 3 სექტემბერი, 18:00 საათი.
 
ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში."
19.08.2021
ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში".
19.08.2021
ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

29.06.2021