სიახლეები
DRI საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიაში თავი შეიკავონ რელიგიით მანიპულირებისგან
09.09.2021
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად ტაძრებსა და სამლოცველოებს ხშირად სტუმრობს. არჩევნების დანიშვნის დღიდან[1], ირაკლი ღარიბაშვილი თანაპარტიელებთან ერთად სასულიერო პირებს ექვსჯერ შეხვდა:
  • 19 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია და შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა. ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.[2]
  • 26 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში იმყოფებოდა და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.[3]
  • 27 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამავე დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ეწვია.[4]
  • 1-ელ სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.[5] ამავე დღეს, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდის მიხედვით, მთავრობის მეთაურმა ვანის საკათედრო ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად „მოილოცა“.[6]
 
საგულისხმოა, რომ მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ტაძრებსა და სამლოცველოებში არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს. საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის (ვიზიტის დრო: 27 აგვისტო) მშენებლობა ფონდმა „ქართუ” 13 მილიონი ლარით დააფინანსა, რასთან დაკავშირებითაც ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.[7]
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია „ქართული ოცნება“ შესაძლებელია ცდილობდეს ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და  საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას.



 
[1] საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით, თვითმმართველობის მორიგი არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. საარჩევნო კოდექსის  მიხდვით, წინასაარჩევნო კაპანია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.
[2] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ-გვერდი), ხელმისაწვდომია   https://www.facebook.com/watch/?v=196543292508424, გამოქვეყნების თარიღი -  19.08.2021
[3] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ-გვერდი), ხელმისაწვდომია  https://www.facebook.com/watch/?v=223504566377936, გამოქვეყნების თარიღი  - 26.08.2021
[4] საქართველოს მთავრობა, ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/350776773378521, გამოქვეყნების თარიღი  27.08.2021
[5] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ გვერდი), ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/1039778756792466,  გამოქვეყნების თარიღი 01.09.2021
[6] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ გვერდი), ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/watch/?v=367510481665622 , გამოქვეყნების თარიღი 01.09.2021.
[7] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ გვერდი), ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/350776773378521, გამოქვეყნების თარიღი  27.08.2021.
24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

20.09.2021
გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა
2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. 
17.09.2021
DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების  ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. 
16.09.2021