ანგარიშები
აგვისტოს თვის მონიტორინგის შედეგები
09.09.2019
 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგვისტოშიც აქტიურად განაგრძობდა მედია-მონიტორინგს ულტრამემარჯვენე დისკურსის შესასწავლად საქართველოში. აგვისტოს თვეში საკვლევ ობიექტებად განსაზღვრული იყო 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფი და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდები. გარდა ამისა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ცხრა ონლაინ მედია გამოცემის მონიტორინგსაც აწარმოებდა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ყველა ის ძირითადი ტენდენცია, რითაც ხასიათდება ულტრამემარჯვენე რიტორიკა საქართველოში. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა ის სამიზნე ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და მათი ლიდერების აგრესიის სამიზნე.

აგვისტოს თვეშიც, გასული სამი თვის მსგავსად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ვრცელდებოდა ქსენოფობიური და ჰომოფობიური  ნარატივები. ანტიდასავლური და ანტილიბერალური რიტორიკა კი მიმდინარეობდა პრორუსული განწყობების გაღვივების ფონზე. აგვისტოში გამოიკვეთა ორი ძირითადი თემა, რომლის გარშემოც ულტრამემარჯვენე დისკურსი იყო განვითარებული: 1. “დიდგორობის დღესასწაული”, რომლის ფონზეც განსაკუთრებით გაძლიერდა ანტითურქული კამპანია და 2. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. მიმდინარე საკითხის განხილვა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების მხრიდან პრორუსული გზავნილების ფონზე ხდებოდა.

აგვისტოს თვეში კვლავ შესამჩნევი ტენდენცია იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მკვეთრად ჰომოფობიური დისკურსი. ლგბტქ ადამიანების მიმართ ირონიული და ცინიკური პოსტებით გამოირჩეოდა „ანტილიბერალური ლიგის”, ,,კარდჰუს” და “ეროვნება ქართველის” Facebook გვერდები. მიმდინარე ჯგუფების მიერ ლგბტქ ადამიანების აქტივიზმი განხილულ იყო როგორც გარყვნილების პროპაგანდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა აქტიურად იყო ჩართული  “ლგბტ გარყვნილების” წინააღმდეგ ბრძოლასა და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნის კამპანიაში. აგვისტოს თვეში კვლავ შენარჩუნებული იყო ურთიერთთანამშრომლობის ტენდენცია მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებსა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის. ლევან ჩაჩუა იმყოფებოდა სტეფანწმინდაში, სადაც ,,ლგბტ გარყვნილების“ წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში მას დახმარებას უწევდა მეუფე იეგუდიელი. 

დაკვირვების ქვეშ მყოფი სოციალური მედია ობიექტების პლატფორმაზე აგვისტოს თვეში შეიმჩნეოდა მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკა. პრორუსული გზავნილების გააქტიურების ფონზე დასავლური ღირებულებების დაკნინება სახასიათო ტენდენციაა ,,საქართველო  და მსოფლიოს” სარედაქციო პოლიტიკისთვის. მსგავს ანტიდსავლურ კურსს ავითარებდა ,,პოლიტიკანოს” გუნდიც. პრორუსული ნარატივების ტირაჟირება ხდებოდა სწორედ დასავლური ღირებულებების დემონიზაციის ხარჯზე. ლიბერალიზმი, ნატო და ევროკავშირი კი წარმოდგენილი იყო საფრთხის შემცველ ელემენტებად, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს. ,,პოლიტიკანოს” სარედაქციო გუნდი განსაკუთრებული აგრესიითა და ცინიზმით გამოირჩეოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.
აგვისტოს თვეში შესამჩნევი ტენდენცია იყო სოციალური ქსელის გამოყენებით აქციებისთვის მხარდამჭერთა მობილიზაცია. 12 აგვისტოს ბათუმში ,,დიდგორობის“ აქცია -მსვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება აქტიურად ხდებოდა ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და Facebook-გვერდებზე. “დიდგორობის” აქცია-პერფორმანსს ესწრებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც  წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ დიდგორობა სახელმწიფო დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს. 

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. 
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (ფახულანი, ტყაია, ლია, რიყე, ხურჩა, ორსანტია)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გუნდის წევრებმა  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ის სოფლები მოვინახულეთ, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრება.

22.07.2020
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგი საქართველოში
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში 2012 წლიდან გააქტიურდნენ.
06.07.2020
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ.
02.07.2020