ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები (განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება, მუჟავისა და  ფახულანის თემი)
24.09.2021
დემოკრატიის  კვლევის ინსტიტუტმა 2021 წლის აგვისტოში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები: განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, მუჟავის თემი, ფახულანის თემი და ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება  მოვინახულეთ.  
 
ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ უთმობს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებს. აშკარაა, რომ საოკუპაციო ზოლის განაპირა სოფლებში  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციები და პასუხისმგებლობები აღრეულია. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა მათი იზოლაციის, ცალკეულ შემთხვევაში - უფლებების უგულებელყოფის და შიშის დანერგვის ხარჯზეა „უზრუნველყოფილი“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ იზოლაცია აზიანებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, ლახავს მათ უფლებებს და ართმევს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას. მოსახლეობის იზოლირების ასეთი მაღალი ხარისხი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლებს ფორმალურად ცენტრალური ხელისუფლება (შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელით) აკონტროლებს, თუმცა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს საოკუპაციო რეჟიმიც ზღუდავს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები (განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება, მუჟავისა და  ფახულანის თემი)
 
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნება“ და საქართველოს საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 
18.10.2021
ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა სოციალურ მედიაში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) შეისწავლა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა და ჯამში 625 მანიპულაციური ნარატივი  გამოააშკარავა.
01.10.2021
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობას აკვირდება. 
25.09.2021