განცხადებები
გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს
21.10.2019

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული პირი,  გულის არეში გაუსაძლისი ტკივილით ახალგორის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, თუმცა ამ გარემოების მიუხედავად გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, შედეგად იწვევს ადამიანების გარდაცვალებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლადმათ შორისშეიმუშავოს დამატებითი მექანიზმებირომელიც .ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაპროპორციულ ღონისძიებას უკანონოდ მიიჩნევს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას.
24.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით ადევნებს თვალს „ქართული მარშის“ და სხვა ჰომოფობიური ექსტრემისტი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების ლიდერთა მიერ გავრცელებულ განცხადებებს.
23.11.2019
იზოლაციაში მოქცეული ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 
20.11.2019