განცხადებები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაპროპორციულ ღონისძიებას უკანონოდ მიიჩნევს
24.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას და მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული ფორმალური საფუძვლის მიუხედავად, რომელიც კრძალავს შენობების შესასვლელების ბლოკირებას, გამოყენებული ძალა - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეთა დაკავება წარმოადგენს არაპროპორციულ ღონისძიებას შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან და მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე და შესაბამისად, უკანონოა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე;
  • დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად;
ოპოზიციურ პოლიტიკურ სპეტრს:
  • იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონ კანოსაწინააღმდეგო მოწოდებებს, რამაც შეიძლება უმართავი გახადოს შექმნილი სიტუაცია.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით ადევნებს თვალს „ქართული მარშის“ და სხვა ჰომოფობიური ექსტრემისტი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების ლიდერთა მიერ გავრცელებულ განცხადებებს.
23.11.2019
იზოლაციაში მოქცეული ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 
20.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ეხმიანება
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 
18.11.2019