სიახლეები
ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა
11.10.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ჩაატარა, თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით.

დაკავებული პირი მარტო ცხოვრობს, სოფელში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მესაქონლეობას ეწევა. მისი ოჯახი ამჟამად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სოფელში მისი დაკავების შესახებ შემთხვევით, იმით შეიტყვეს, რომ დაკავებულის საქონელი ორი დღე უპატრონოდ იყო.

სოფელ მიდელაანში 20-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელთან ახლოს რუსული სამხედრო ბაზაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „თაფლაკვერის პოლიტიკა“ გალის რეგიონში
აფხაზეთში დარჩენილი ეთნიკური ქართული ანკლავის, გალის რეგიონის ინტეგრაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში, ჯერ კიდევ გადადებულ საკითხად ითვლება. 
01.12.2021
DRI-იმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მოსაზრებები წარუდგინა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მოსაზრებები წარუდგინა. 
29.11.2021
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის. 
22.11.2021