ღონისძიებები
26 სექტემბრის ღონისძიების ანონსი
25.09.2019
ხუთშაბათს, 26  სექტემბერს, 10:30 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. 

DRI ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდებსა და სოციალურ მედიაში აქტიურობის ძირითად ტენდენციებს. ორგანიზაციის საკვლევ ობიექტს წარმოადგენს  ცხრა ონლაინ მედია გამოცემა, 15-ულტრამემარჯვენე ჯგუფის და  15 ლიდერის  პირადი ფეისბუქ გვერდი. 

ღონისძიების ფარგლებში, ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მედია მკვლევარი წარადგენს 2019 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს. 

გარდა ამისა, DRI აკვირდებოდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-დემონსტრაციებს. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება ამ ჯგუფების გაძლიერებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტუტმა 16-18 ოქტომბერს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში ონლაინ ტრენინგების სერია ჩაატარა.
20.10.2020
ტრენინგების სერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტებში

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ტრენინგების სერიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში.

09.10.2020
ტრენინგი მცხეთა-მთიანეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
25 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მცხეთაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
27.08.2020