გუნდი
გიორგი კანაშვილი
მკვლევარი

გიორგი კანაშვილს, ჩივინინგის სტიპენდიის ფარგლებში, გლაზგოს უნივერსიტეტში დასრულებული აქვს სამაგისტრო პროგრამა - რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიული სწავლებები; ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა. ამასთანავე,  გიორგი ჯონ სმიტის სახელობის პროგრამის სტიპენდიანტია.

2011-2018 წლებში, გიორგი, არასამთავრობო ორგანიზაცია - კავკასიური სახლის, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა რიგ კვლევით ორგანიზაციებთან, ძირითადად მკვლევარის სტატუსით. გიორგი მოწვეულ ლექტორად მუშაობდა ქართულ-ამერკულ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

გიორგი კანაშვილი წლების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-რუსულ სამშვიდობო დიალოგში; მონაწილეობა მიუღია მრავალ კონფერენციასა და სემინარში, რომელთა ფოკუსი პოსტ-საბჭოთა სივრცეში განვითარებული პოლიტიკური პროცესები იყო. მისი ინტერესის სფეროს განეკუთვნება: კონფლიქტები კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასია, რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რუსეთის რბილი ძალა, და ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი კანაშვილი ავტორი და თანაავტორია რიგი აკადემიური, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომებისა.

ქეთევან მურღულია
მედია მკვლევარი
ქეთევან მურღულია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სილესიის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული სოციოლოგიის მიმართულებით. ამჟამამად გადის მაგისტრატურის კურსს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. მონაწილეობა აქვს მიღებული 12 სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ 30-ზე მეტ საერთაშორისო პროგრამაში. ის იყო საქართველოს ახალგაზრული პარლამენტის მენტორი. 2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ევროკავშირში.
გიორგი წიქარიშვილი
იურისტი
გიორგი წიქარიშვილმა 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2015-2017 წლებში გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. 2018-2019 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში. უნივერსტეტში სწავლის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და სხვა სახის პროექტებში. სხვადასხვა დროს სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) და გერმანიაში ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსტეტში.
ელენე კოპაძე
ფინანსური მენეჯერი
ელენე კოპაძე DRI-ს ფინანსური მენეჯერია. მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნეს აკადემია და მომდევნო წლებში მუშაობდა კერძო კომპანიებში, როგორიცაა: ,,გუდვილი” და ,,აბიტარე”. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და კურსები.
თათია კონიაშვილი
იურისტი

თათია კონიაშვილი არის DRI ის იურისტი. 2018 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად სწავლობს იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, კერძო სამართლის მიმართულებით. 2017 – 2018 წლებში სტაჟირება გაიარა ა(ა)იპ – ში – ,,ჩემი ადვოკატი“ – და სანოტარო ბიუროში. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებსა და კონფერენციებში. 2017– 2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე კავკასია“– ს იურისტი. 2016 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED–ში გრძელვადიან დამკვირვებლად.

მარიამ ჩიტიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მარიამ ჩიტიშვილი არის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ბაკალავრი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის სასერთიფიკატო კურსები. აქვს აკადემიური საქმანობისა და ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება. 2013-2014 წლებში მუშაობდა სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2014-2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

გიორგი გამხიტაშვილი
იურისტი

გიორგი გამხიტაშვილმა 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2019 წელს - ამავე უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის მიმართულებით. ამჟამად იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, აგრეთვე, მიღებული აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.  2015-2017 წლებში  მუშაობდა საადვოკატო ოფისში იურისტად. 2017-2018 წლებში იგი მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იურისტად. 2018-2019 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში. სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვა სახის  პროფესიულ პროექტებში.

მაია ნასრაშვილი
პროექტის მენეჯერი
მაია ნასრაშვილი არის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტის მენეჯერი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.
2013-2019 წლებში იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი დონის პრევენციის უფროსის თანამდებობას.  2015-2017 წლებში გახლდათ მედია სამართლის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გააჩნია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან  მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.