სიახლეები
DRI: ოკუპირებულ ახალგორში პანდემიასთან ბროლისთვის რეკომენდირებული წესები სისტემატიურად ირღვევა
18.05.2020

 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით ოკუპირებულ ახალგორში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ წესებს, ბოლომდე არავინ იცავს, რაც  რეგიონში ინფექციის უკონტროლო გავრცელების რისკებს ზრდის.

ახალგორის რაიონული კლინიკა საკარანტინო სივრცედ არის ქცეული და დღეის მდგომარეობით მასში შვიდი პაციენტი იმყოფება. კარანტინში მოთავსებული პაციენტები, საავადმყოფოს შენობაში თავისუფლად გადაადგილდებიან და სისტემატიურად სარგებლობენ საერთო სველი წერტილით. ბოლო დროს, არაერთხელ დაფიქსიდა საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტების თვითნებურად, გარკვეული დროით, სივრცის დატოვების ფაქტი, რის გამოც კლინიკაში დაცვის დაყენება გახდა საჭირო.

მიუხედავად დე ფაქტო უწყების მიერ შემოღებული არაერთი რეგულაციისა, ოკუპირებულ რეგიონში ადამიანები სოციალურ დისტანციას არ იცავენ. დახურულ სუვრცეში, ისეთში როგორიც მაღაზია ან აფთიაქია, მომსახურე პერსონალს ეკრძალება მომხარებლებს პირბადის და ხელთათმანების გარეშე მომსახურება, თუმცა მოწოდებული ინფორმაციით წესი არც ამ შემთხვევაში სრულდება და კანონდარღვევაზე, არავინ რეაგირებს. რეგულაცია მოქმედებს რესტორნების და კაფე ბარების ფუნქციონირების შეჩერებაზე, თუმცა საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილი საღამოობით ხსენებულ აკრძალვას ხშირად არღვევს და სარგებლობს აღნიშნული სერვისით.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 34 შემთხვევა გამოვლინდა. საკარანტინო სივრცეებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 346 პირი იმყოფება. დადასტურებულ შემთხვევებს მიაკუთვნიან დედა-შვილს, რომლებსაც უკანასკნელად ჩატარებული კვლევის დროს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასურდა. თუმცა დღემდე ისინი მკურნალობას ინფექცირებულ პაციენტებთან ერთად განაგრძობენ, რაც ირიბად შეიძლება მეტყველებდეს, კვლევების ხარისხის უნდობლობაზე ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დღემდე არ გააჩნია შესაბამისი ეკიპირება. ისინი ადგილობრივ საწარმოში შეკერილ ნაჭრის კომბინიზონებს იყენებენ, რომელსაც ინფექციისგან დაცვის ფუნქცია არ გააჩნია.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნისა, დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა, უარს აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ დახმარებაზეც, იმ შემთხვევაში თუ ეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა შესაძლო გზა და საკომუნიკაციო ხაზი, რათა მოხერხდეს დე ფაქტო ხელისუფლების თვითნებურ გადაწყვეტილებებაზე ზეგავლენა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭირო საშუალებებით და ინვენტარით მომარაგება.

24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

20.09.2021
გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა
2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. 
17.09.2021
DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების  ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. 
16.09.2021