სიახლეები
კარანტინისთვის თავის არიდების მცდელობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
07.04.2021
დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო, რომლებიც  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
„წერტილოვანი“ ტერორი ახალგორში
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ახალგორში მცხოვრები განათლების და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
14.05.2021
ტურისტული სეზონისთვის სამზადისი აფხაზეთში და მისი გავლენა გალის რეგიონზე
აფხაზეთისთვის ტურიზმი საკუთარი, არადოტაციური შემოსავლების დიდ წილს შეადგენს.
06.05.2021
DRI: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები რეპრესიულია და ამცირებს მშვიდობიანი პროტესტის სივრცეს

DRI  მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებები რეპრესიულია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

30.04.2021