თამარ ხიდაშელი DRI-ს გამგეობის წევრია. ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2015-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2008-2010 წლებში იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას. 2011-2015 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გუნდის ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო ეუთოს, ღია საზოგადოების ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის საკითხებზე. თამარ ხიდაშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის დამფუძნებელი და პირველი ეროვნული კოორდინატორია. 2013-2015 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი.