GEO   ENG
სიახლეები
ბექა გრიგორიადისის დაჯარიმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს
გამოხატვის თავისუფლების ამ მასშტაბით შეზღუდვა, რასაც თან ახლავს დაკავება და დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა, აუცილებლად გახდება კრიტიკული აზრის რეპრესირების ინსტრუმენტი.
28.06.2023
DRI ასაჩივრებს შსს-ს უარს 7-8 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა.
15.05.2023
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს
საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე დღეა საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურული საბოტაჟის გზით ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო კომისიის შესახებ კენჭისყრა. 
19.04.2023
DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმაურება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების არაეფექტურობას, უსაფუძვლოდ გაჭიანურებასა და გაუმჭვირვალობას.
15.12.2021
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის.
22.11.2021
DRI: იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა

DRI ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.

17.11.2021
DRI: სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა
DRI ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის მიერ სამი პირის მიმართ წარდგენილი ბრალის კანონიერებას. 
08.10.2021
„ქართული ოცნება“ შეთანხმებას არღვევს და სასამართლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს ამყარებს

DRI აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით, „ქართული ოცნება“ დაარღვევს შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ როგორც სულისკვეთებას, ასევე, წინააღმდეგობაში მოვა მის სიტყვასიტყვით მნიშვნელობასთან.

25.06.2021
DRI: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები რეპრესიულია და ამცირებს მშვიდობიანი პროტესტის სივრცეს

DRI  მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებები რეპრესიულია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

30.04.2021
DRI: TV-პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ   ტელეკომპანია პირველში საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) ჩატარების თაობაზე გაცემულ განჩინებას.
11.03.2021