პროექტის დასახელება: "ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა "საზღვრის" წინა ხაზზე".
პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2020 წ. - 30 ნოემბერი 2021 წ.
პროექტის მიზანი: ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კოვიდ -19 პანდემიის პირობებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "დემოკრატიის ევროპული წვლილი."
პროექტის დასახელება: „ნდობის მშენებლობა პანდემიის დროს“.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი 2021 წ. – 15 მარტი 2022 წ.
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)
პროექტის დასახელება: „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭერად”
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი 2022 წ. - 31 იანვარი 2023 წ.
პროექტის მიზანი: უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება მონიტორინგის და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის გზით.
პროექტის ამოცანა: დეპუტატებისა და საპარლამენტო ფრაქციების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტური გამოყენების, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი; სამოქალაქო ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრებებისა და მანიფესტაციების დაკვირვება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ (NED).