„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“ 2018 წლის 7 თებერვალს დააარსა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა (2012-2017 წლები) უჩა ნანუაშვილმა და მისმა გუნდმა.
DRI არის საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტი, რომლის მიზანია:
1. ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა და ადვოკატირება;
2. კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება;
3. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დამკვიდრებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა;
4. ტოლერანტული და თანასწორი საზოგადების განვითარების ხელშეწყობა;
5. კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და ინტეგრაციის პოლიტიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა;
6. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
7. სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი":
ა) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან;
ბ) ადვოკატირებას უწევს ადამიანის უფლებების დაცვას, ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებას;
გ) ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას;
დ) შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელსაც წარუდგეს სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებს და სხვა პარტნიორებს;
ე) შეისწავლის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას (ადამიანის უფლებათა კუთხით);
ვ) ეწევა ყველა დონის არჩევნების მონიტორინგს, აგრეთვე მონაწილეობს არჩევნების მონიტორინის საერთაშორისო მისიებში;
ზ) სხვა.