GEO   ENG
გუნდი
ქეთევან მურღულია
მედია მკვლევარი
ქეთევან მურღულია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სილესიის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული სოციოლოგიის მიმართულებით. ამჟამამად გადის მაგისტრატურის კურსს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. მონაწილეობა აქვს მიღებული 12 სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ 30-ზე მეტ საერთაშორისო პროგრამაში. ის იყო საქართველოს ახალგაზრული პარლამენტის მენტორი. 2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ევროკავშირში.
კონსტანტინე ჩაჩიბაია
იურისტი
კონსტანტინე ჩაჩიბაია არის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. კონსტანტინეს 2016 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის, 2018 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მაგისტრის ხარისხი. მას აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტებში ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე. 
ელენე კოპაძე
ფინანსური მენეჯერი
ელენე კოპაძე DRI-ს ფინანსური მენეჯერია. მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნეს აკადემია და მომდევნო წლებში მუშაობდა კერძო კომპანიებში, როგორიცაა: ,,გუდვილი” და ,,აბიტარე”. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და კურსები.
თათია კონიაშვილი
იურისტი

თათია კონიაშვილი არის DRI ის იურისტი. 2018 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად სწავლობს იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, კერძო სამართლის მიმართულებით. 2017 – 2018 წლებში სტაჟირება გაიარა ა(ა)იპ – ში – ,,ჩემი ადვოკატი“ – და სანოტარო ბიუროში. სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებსა და კონფერენციებში. 2017– 2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე კავკასია“– ს იურისტი. 2016 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED–ში გრძელვადიან დამკვირვებლად.

მარიამ ჩიტიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მარიამ ჩიტიშვილი არის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ბაკალავრი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის სასერთიფიკატო კურსები. აქვს აკადემიური საქმანობისა და ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება. 2013-2014 წლებში მუშაობდა სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2014-2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მაია ნასრაშვილი
პროექტის მენეჯერი
მაია ნასრაშვილი არის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტის მენეჯერი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.
2013-2019 წლებში იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი დონის პრევენციის უფროსის თანამდებობას.  2015-2017 წლებში გახლდათ მედია სამართლის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გააჩნია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან  მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
ანა გახოკიძე
მონიტორი
ანა გახოკიძე არის ლიცენზირებული ადვოკატი, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და აქვს დამატებითი სპეციალიზაცია  ბავშვთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში.

ანას მინიჭებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართალში. მას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2016 წლებში დასაქმებული იყო არასამთავრობო სექტორში. 2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ დეპარტამენტში. 2019 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას და თანამშრომლობს რამდენიმე საადვოკატო ბიუროსთან.
მარიამ ჯიქია
იურისტი
მარიამ ჯიქია არის ლიცენზირებული ადვოკატი, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლისა და ბავშვთა მართლმსაჯულების (დამატებითი სპეციალიზაცია) მიმართულებით. მარიამს მინიჭებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრის და საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. იგი ჩართული იყო არაერთ კვლევით პროექტში, აკადემიურ კონფერენციასა და სამოქალაქო აქტივობაში. მისი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის უფლების დაცვის საკითხებთან. მარიამს აქვს TDI-ში რამდენიმეწლიანი სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების საკითხებზე, აგრეთვე, UNDP და UNICEF ერთობლივ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
ეკატერინე დათუნაშვილი
პროექტის მენეჯერი
ეკატერინე დათუნაშვილი არის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პროექტის მენეჯერი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. 

ეკატერინეს აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ასევე, საჯარო და არასამთავრობო სექტორში. 2008-2013 წლებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა კერძო სექტორში. 2014-2016 წლებში იყო პროექტების ხელმძღვანელი სახალხო დამცველის აპარატში. 2017-დან 2020 წლამდე ჩართული იყო ევროკავშირის მხარდაჭერილი სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელებაში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
მარიამ გელიაშვილი
მკვლევარი
მარიამ გელიაშვილი არის DRI-ის მკვლევარი. მარიამ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობს თსუ-ს მედიისა და ხელოვნების კოლეჯში სატელევიზიო გრაფიკის ფაკულტეტზე.2019-2020 წლებში მუშაობდა ჟურნალისტთა გაერთიანება "აი,ფაქტში". 
მიხეილ ოსიშვილი
მკვლევარი
მიხეილ ოსიშვილი არის DRI-ის მკვლევარი. მიხეილმა წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სოციოლოგიისა და თურქოლოგიის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტში 2021 წელს მიიღო სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი. სწავლის ორივე საფეხურზე არაერთხელ ყოფილა სახელმწიფო სტიპენდიებით დაჯილდოებული. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო გაცვლით პროექტებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში უცხოეთსა თუ საქართველოში. გარდა ამისა, პროფესიული თვალსაზრისით, აქვს ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში პროექტებისა და კვლევების მიმართულებით მუშაობის მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილება.


ანა გუდაძე
მკვლევარი

ანა გუდაძე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარია. 2022 წელს დაასრულა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. იგი თანამშრომლობდა Amnesty International-ის ვენის ოფისთან კორუფციისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. 2018 წელს გაიარა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სისტემის კურსი ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ფრანკფურტში. 2019-2022 წლებში იკავებდა ,,უფლებები საქართველოს“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და Brot für die Welt - ის მიერ მხარდაჭერილი პროექტების კოორდინატორის, კონსულტანტისა და იურისტის პოზიციებს. პარალელურად თანამშრომლობდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე უკრაინელ კოლეგებთან, უკრაინის დედაქალაქ კიევში. 2015-2018 წლებში თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან იურისტისა და ადვოკატის პოზიციებზე. ანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერია. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ (დამწყები) ენებს.