GEO   ENG
სიახლეები
DRI მოუწოდებს ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში გაათავისუფლოს თბილისის აეროპორტთან დაკავებული აქციის მონაწილეები
19.05.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება თბილისის აეროპორტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ზრდის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ არ გამოიყენოს რეპრესიული საპოლიციო ღონისძიებები.

მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აეროპორტში შესასვლელი აქციის მონაწილეებისთვის ბლოკირებული ჰქონდათ. პოლიციელები იმყოფებოდნენ აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც შიდა, ასევე, გარე პერიმეტრზე და სრულად აკონტროლებდნენ აქციაზე შეკრებილების გადაადგილებას.

გავრცელებული კადრებიდან დასტურდება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას და აეროპორტში შეკრებილები პროტესტს შეძახილებითა და სტვენით გამოხატავდნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარის მიხედვით, აქციის მონაწილეები კვერცხის სროლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავეს, თუმცა დაუდგენელია ყველა დაკავებული პირი არის თუ არა სამართალდარღვევის ჩამდენი.

იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული, სრულად აკონტროლებდნენ აქციის მიმდინარეობის პროცესს და ჰქონდათ სიტუაციის მართვის ყველა შესაძლებლობა, პოლიციას უნდა ემოქმედა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ნაკლები ჩარევით და არ უნდა დაეკავებინა აქციის მონაწილეები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026