GEO   ENG
სიახლეები
რუსეთთან პირდაპირი რეისი - ულტრამემარჯვენე ფლანგის პრორუსულ ფოკუსში
23.05.2023
2023 წლის 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ პირდაპირ რეისს საქართველოში სამოქალაქო სექტორის პროტესტი და ულტრამემარჯვენე ჯგუფების დადებითი შეფასებები მოჰყვა. ულტრამემარჯვენე პრორუსულმა ძალებმა ღიად გაავრცელეს ილუზორული მოსაზრება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგების კვალდაკვალ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდაუვალობასთან დაკავშირებით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.

რუსული პროკრემლისტური მედია РИА Новости-ის ინფორმაციით, 19 მაისს, „აზიმუტის“ რეისის ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის იყვნენ 14 მაისს მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ ფორუმში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრები: „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე; „ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის” ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელია; პროკრემლისტური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის”თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თემურ მაისურაძე. აღნიშნულ ფორუმზე დელეგატებმა რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საავიაციო რეისების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწორედ აღნიშნული ფორუმის მონაწილეების დამადასტურებელი ფოტო-სურათებითა და სამადლობელი პოსტით ამცნო საზოგადოებას დიმიტრი ლორთქიფანიძემ 19 მაისს საქართველოში რუსეთიდან შესრულებული პირდაპირი ავიარეისით დაბრუნება.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისი რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოში მოქმედი ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსული ძალებისთვის. პოლიტიკური დაჯგუფება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერმა შოთა მარტინენკომ 19 მაისს გადაცემა „ალტ-ანალიტიკაში“ რუსეთთან პირველი პირდაპირი რეისი შეაფასა, როგორც „ისტორიული მოვლენა, რომლის შედეგადაც გაიზარდა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობა“.  

„დიდ გამარჯვებად“ მოიხსენია რუსეთთან პირდაპირი რეისის შესრულება „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ და აღნიშნა, რომ ამაში უდიდესი წვლილი მის გუნდს მიუძღვის; თუმცა ხაზი გაუსვა „რუსეთის მთავრობის კეთილ ნებას და საქართველოს ხელისუფლების „მეტ-ნაკლებად“ სწორ საგარეო კურსს.“

რუსეთთან აღდგენილი პირდაპირი რეისების პარალელურად, ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფები შეეცადნენ საზოგადოებაში შეექმნათ ილუზორული იმედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთთან პირდაპირი დიალოგის შემთხვევაში. ირაკლი მარტინენკომ 19 მაისს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“  განაცხადა, რომ თუ რუსეთთან საქართველო დაიწყებს კარგ ურთიერთობას, ტერიტორიულ მთლიანობას მოაგვარებს და  რუსეთთან საერთოდ აღარაფერი პრობლემა აღარ გვექნება. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დასავლეთთან უარესდება ურთიერთობა.

ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილმა  „ქართული მისიის“ დამფუძნებელმა რამაზ გაგნიძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების მოწინააღმდეგეები წარმოაჩინა საქართველოს მტრებად და ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის მოწინააღმდეგე ძალად. „ლიბერასტებისთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მიუღებელია. მათ სურვილია ნატოში შესვლა ტერიტორიული მთლიანობის გარეშე!“ - აღნიშნა რამაზ გაგნიძემ 22 მაისს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად, ოპოზიციური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობა მოჰყვა ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ნათესავის მიერ ქორწილის გადახდის მცდელობას, რომლის სტუმართა სიაში მოიაზრებოდა ლავროვის ქალიშვილი, რომელიც  აშშ-ს, კანადის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და ავსტრალიის მიერ  სანქცირებულ პირთა სიაშია.

აქტივისტთა დისკრედიტაციის კამპანიას უნისონში აწარმოებდნენ ულტრამემარჯვენე ძალები და  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. პოლიტიკური დაჯგუფება „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა საპროტესტო აქციებს „ქსენოფობია“ და „რადიკალური, ლიბერალური ძალების ანტირუსული ისტერია“ უწოდეს. 21 მაისს, „ალტ-ინფოს“ გადაცემაში, „ალტერნატიული ხედვა“  „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი მორგოშიამ  განაცხადა, რომ „გარედან დაფინანსებული ძალების მისიაა, საქართველოში არეულობის მოწყობა და ყველანაირი ბერკეტის გამოყენება დესტრუქციის მოსაწყობად. 21 მაისს გადაცემაში „დღის კომენტარი“ „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრმა ვანო ბიბილეიშვილმა აღნიშნა, რომ ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციები მართული იყო „ულტრალიბერალური, რადიკალური ძალების“ მიერ, რომელთა ინტერესშია „ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილება“.  მან პარალელი გაავლო „გავრილოვის ღამესთან“ და  დასძენს, რომ როგორც წარსულში, ამ შემთხვევაშიც ოპოზიციური ძალები ლავროვის ნათესავის ქორწილის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების მსგავსად, ქსენოფობიის გამოვლინებად და ქართულ კულტურასთან შეუთავსებელ მოვლენად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავის ქორწილის ჩაშლა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რომელმაც სამოქალაქო პროტესტს „ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანია“ უწოდა.
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024
როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ
12 საზოგადოებრმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში  – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
11.04.2024
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!
ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს.
08.04.2024