GEO   ENG
სიახლეები
DRI: მშვიდობიანი პროტესტის დროს აქციის მონაწილეთა დაკავება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს
02.06.2023
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები - შოთა თუთბერიძე, ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ლაშა ჯანჯღავა, ლევან ნიშნიანიძე.   მათი ნაწილი ამ დრომდე დაკავებულია და რამდენიმე მათგანის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.

პროტესტის მთავარ მიზეზს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა წარმოადგენდა. მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. პლაკატზე არსებული წარწერის გამო, აქციის მონაწილეთა დაკავება სცდება მოქმედ კანონმდებლობას და დაუსაბუთებლად, არამართლზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ამასთან ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. სამართალდამცავების მსგავსი მიდგომა წარმოადგენს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველ ქმედებას, რაც შესაძლოა მანკიერ პრაქტიკად იქცეს. 

DRI-ის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციული წესით პირების დაკავება, როგორც უფლების შეზღუდვის რადიკალური ზომის გამოყენება, მათ შორის, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, წარმოადგენს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებას.

DRI მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • დარჩეს კანონის ფარგლებში და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 2 ივნისის აქციაზე დაკავებული პირები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ შეისწავლოს და მოახდინოს სათანადო რეაგირება 2023 წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებზე და შეამოწმოს სამართალდამცავთა ქცევის სამართლებრივი საფუძველი და კანონიერება.



რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026